
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს სასკოლო პირველობა 9,11 და 13 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის. ჩემპიონატს განსაკუთრებულ ელფერს მატებს ის ფაქტი, რომ გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის (21-30.04.2017; იასი, რუმინეთი)საგზურით დაჯილდოვდება შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება.
განვლილი 4 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მარიამ გვათუა ლიდერობს.ერთი ქულით ნაკლები აქვთთ აქტივში:თამარ ზღუდაძეს, ანასტასია კირთაძეს და ანა შერაზადიშვილს.
ამავე ასაკის ბიჭებს შორის ასევე დანაკარგის გარეშე დაწინაურდა დავით ნემსაძე. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ:დავით ლომთაძეს და ნიკოლოზ შამათავას.
11-წლიანთა შეჯიბრში ქულათა მაქსიმუმით:ნიკოლოზ ცხენოსანიძე და მარიამ დოლაკიძე ლიდერობენ.
13-წლამდე ასაკის ტურნირსაც, ასევე ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს აკაკი ყალიჩავა.ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებიან: ილია კავკასიძე, გიორგი ნაყოფია,ელენე წოწონავა და ლიკა ჭანტურია.
|

- სათაური: ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა!
- ავტორი:
- თარიღი: 05-02-2017 12:27 AM
- Tags: