ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ...

რუმინეთის მამაიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მონაწილეთა ჯგუფი დაწინაურდა. მათ შორის 2 ქართველი მოჭადრაკეა: სოფო ხუხაშვილი და მერი არაბიძე.

ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ: ნინო ბაციაშვილს, სალომე მელიას და ნინო ხურციძე.

 

ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატი  შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში  27 ქვეყნის 112 ქალი მონაწილეობს.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულის წილად 11 000 მოდის, II ადგილი - 9 000 მიიღებს, ხოლო III  ადგილი - 7 000. XX ადგილზე გასული მოჭადრაკე კი 1000 დასჯერდება. ამასთანავე, I-XIV ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ლიცენზიით დაჯილდოვდებიან.

თამაშები  თბილისის დროით 16:00 საათზე იწყება. გამონაკლისს მხოლოდ, ბოლო ტური შეადგენს, რომელიც 7 ივნისს 14:00 საათიდან  გაიმართება.

 

ართველ მონაწილეთა შედეგები

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-05-2016 2:20 AM
  • Tags:
Top