ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქულათა მაქსიმუმით დუეტი დაწინაურდა!

მეორე ტურიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატზე.

კატალონური დასაწყისი აირჩია  ბელა ხოტენაშვილმა ნინო ხომერიკთან დაპირისპირებაში. დებიუტში დაფიქსირებულ თითქმის თანაბარ ბელამ ოსტატურად გადაითამაშა მეტოქე და სუსტი c6 პაიკის მოგების შემდეგ პარტია დამაჯერებლად მიიყვანა ლოგიკურ დასსრულამდე.

 

მეორე ტურია ზედიზედ მერი არაბიძემ შავი ფიგურებით  იოლად ათანაბრებს პოზიციას, ხოლო შემდეგ  კი თითქოს  თამაშის ძარღვს კარგავს და უხეში შეცდომებით დასანან მარცხს განიცდის. შეცდომათა სერია დღევანდელ პარტიაში  მერის  სალომე მელიამ არ აპატია.

 

მშვიდი იტალიური პარტია აირჩიეს თამარ წერეთელმა და ლელა ჯავახიშვილმა. შავებმა ნელა-ნელა, გაწონასწორებული სტრატეგიული სვლებით პოზიცია უპირატესობამდე მიიყვანეს და რეალიზებაც არ გასჭირვებიათ.

 

 იოლად გაათანაბრა პოზიცია შავებით მოთამაშე გვეტაძემ კატალონურ დასაწყისში მირანდა მიქაძის წინააღმდეგ. დებიუტიდან გამოსვლის შემდეგ მეტოქეებს ბევრი არ უწვალიათ და  26-ე სვლაზე ფრეზე შეთანხმდნენ.

 

დამაჯერებლად გაათანაბრა და მინიმალური უპირატესობაც მიიღო შავებით მოთამაშე ნინო ბაციაშვილმა მაკა ფურცელაძესთან პარტიაში.თუმცა, შემდეგში ორივე  მეტოქეებმა საკმაოზე მეტი შეცდომები დაუშვეს. უკვე ენდშპილში ფურცელაძემ ერთ სვლაში მოგება ვერ დაინახა და საყაიმო გაგრძელება აირჩია.საბოლოოდ მეტოქეები  75-ე სვლაზე ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ.

 

მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ბაციაშვილი ნინო (2504)- მელია სალომე   (2404)

ხომერიკი ნინო     (2303) -ფურცელაძე მაკა(2346)

გვეტაძე სოფიო     (2297)- ხოტენაშვილი ბელა ( 2487)

ჯავახიშვილი ლელა(2463) -მიქაძე მირანდა   (2258)

 არაბიძე მერი         (2356) -წერეთელი თამარ  (2332)

 

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

1-2. მელია,ჯავახიშვილი - 2 ქულა;

3-5.გვეტაძე, მიქაძე, ხოტენაშვილი -1,5 ქულა;

6.ბაციაშვილი -1 ქულა;

7.ფურცელაძე - 0,5 ქულა;

8-10.ხომერიკი, არაბიძე,წერეთელი - 0 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ქულათა მაქსიმუმით დუეტი დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-02-2018 1:45 AM
  • Tags:
Top