
დღეიდან, ყატარში სტარტს აიღებს და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება მსოფლიოს პირველობა სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი პლანეთის უძლიერესი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული. ვაჟთა რეიტინგ-სიას მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს, ხოლო ქალთა სიას ჩინელი ჟუ ვენჟუნი.
შეჯიბრი 2 დისციპლინაში: რაპიდსა და ბლიცში გაიმართება. საქართველოს სახელით ჩემპიონატში იასპარეზებენ:
ვაჟთა შორის: ბაადურ ჯობავა (2702), ლევან ფანცულაია (2607), მიხეილ მჭედლიშვილი(2606), გიგა ყუფარაძე (2481).
ქალთა შორის: ნანა ძაგნიძე (2507), ნინო ბაციაშვილი (2489), ლელა ჯავახიშვილი (2461), მერი არაბიძე (2379), მაკა ფურცელაძე ( 2347),სოფიო გვეტაძე (2281).
ასპარეზობა რაპიდში შვეიცარული სისტემით 15 ტურად გაიმართება, ხოლო ბლიცში ასევე შვეიცარული სისტემით ოღონდ 21 ტურად. რაპიდში შეხვედრები გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 15 წუთს +10 წამი თითოეულ სვლაზე;ბლიცები- 3 წუთს+2 წამი თითოეულ სვლაზე. ტურის დასაწყისი:16:00სთ. თბილისის დროით.
სათამაშო დღეები:
26 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის (რაპიდი) პირველი დღე
27 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის (რაპიდი) მეორე დღე
28 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის (რაპიდი) მესამე დღე
29 დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) პირველი დღე
29 დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) მეორე დღე

- სათაური: ყატარში, ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ!
- ავტორი:
- თარიღი: 26-12-2016 3:55 PM
- Tags: