ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'შავი ზღვის დელფინი – 2016'

14 - დან   21  აგვისტოს  ჩათვლით  ქ ბათუმში  გაიმართა  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  ‘’  შავი  ზღვის  დელფინი – 2016’’  8, 10,  12 და 14  წლამდე  ასაკის  ჭაბუკთა  და გოგონათა  შორის. 

ტურნირი გაიმართა  შვეიცარული სისტემით   7  ტურად. მონაწილეობდნენ     საქართველოს,  სომხეთისა და აზერბაიჯანის მოჭადრაკეები. ორგანიზატორები  –  აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია  და  აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  დეპარტამენტი.   4 ასაკობრივ კატეგორიაში  გამოვლინდა  40 გამარჯვებული, (პირველი  ხუთეული).

 ოთხივე ასაკობრივ  ჯგუფში გამარჯვებული  მოჭადრაკეები  დაჯილდოვდნენ  მედლებით, სიგელებით და ფასიანი  საჩუქრებით, ხოლო  ჩემპიონებს  (8 მოჭადრაკე)  გადაეცათ  აგრეთვე  თასები. საჩუქრები გადაეცათ ასევე  ფესტივალის  ყველაზე  პატარა  მონაწილეებს – მარიამ კალანდაძესა (ბათუმი)  და  დემეტრე  გოგიაშვილს (ბათუმი).

სამახსოვრო  საჩუქრები გადაეცათ  ფესტივალზე  ჩამოსულ მწვრთნელებსაც.

 21 აგვისტოს  სამახსოვრო  საჩუქრით  მიულოცეს  დაბადების დღე ქედელ მოჭადრაკეს დათო სამნიძეს.

 გარდა  ამისა,   დებულებით  გათვალისწინებული  იყო  კონკურსი  მწვრთნელთა  შორის. გამოვლინდა  5  გამარჯვებული  მწვრთნელი: 1. ნესტან მახაჭაძე - ქედა  2. გურამ ჭანტურია -ბათუმი 3.სოფიკო  ტერელაძე -ბათუმი  4.ლეონიდ ნეურონოვი-ბათუმი 5.ბაგრატ მჟავანაძე-ქობულეთი, რომლებიც  დაჯილდოვდნენ დიპლომებითა  და შესაბამისი  ფასიანი  საჩუქრებით.

 გამარჯვებული  მოჭადრაკეებისათვის გათვალისწინებული      საპრიზო  ფონდი-  5 000 ლარის ოდენობით.   

          

                                                               გამარჯვებულები:

 8 წლ.     1 –  ნატალი  აბულაძე    -  ბათუმი                   ბექა  წვერავა  -  ხონი  

                2 –  დავით  ნემსაძე    --  ქუთაისი                   ნიკოლოზ  კვარაცხელია  - სენაკი

                3 –  ანასტასია   გორგილაძე  -  ბათუმი           თამაზ  ლომინაძე   -  ბათუმი                                                                                           

                4 –  კესარია  მგელაძე  - ბათუმი                     აჩიკო  ცეცხლაძე  - ქობულეთი                                                

                5 -  ანი  დვალიშვილი  -  ვანი                         საბა  ჩახუნაშვილი  - თბილისი

 

10 წლ.    1 – მარიამ  აბაკელია  - ზუგდიდი                    ერვანდ  ოჰანიანი  --  ერევანი

                2 – ლიზი  ქონიაძე-- ბათუმი                          ნიკა  დარსალია  --   ბათუმი

                3 -  დეა  აბულაძე  --  ბათუმი                        ყურშუბაძე  ირაკლი - ბათუმი

                4 - ანა  გიგიტიძე - ქობულეთი                       ნიკოლოზ  კალანდაძე - ჩოხატაური     

                5 -  ნინა  ჩხიკვაძე - ბათუმი                            დაჩი  გოხიძე  -  ქობულეთი                     

 

12 წლ.    1 – დეა  ბედოშვილი  -- ბათუმი                     თორნიკე  თედორაძე - ბათუმი

                2 - ნინო  ჟღენტი  --  ბათუმი                         მირიან  ბერიძე   --  ხელვაჩაური

                3 - ლიზი ვასაძე -ხელვაჩაური                        ნოდარ  მამულაძე  -  ქობულეთი             

                4 - ლიკა  რეხვიაშვილი  - ბოლნისი                გურამ  სვანიძე  - ბათუმი 

                5 - ელენე  ჩახუნაშვილივ-თბილისი                გიორგი  დიასამიძე  -  ხელვაჩაური

                        

 14 წლ.   1 – სოფია  ანთია  --  ბათუმი                          გიორგი  სართანია  --  ზუგდიდი 

                2 – დიანა  სალაძე  --  ქედა                             დიმიტრი  ჯიბუტი  - ბათუმი                     

                3 – ნინო  მახარაძე  --  ქედა                            ელგუჯა  კალანდაძე  - ვანი

                4 – ნატა დარახველიძე -ხელვაჩაური              ზურაბ დავბითულიანი - ჩოხატაური               

                5 – ლიზი  სირაბიძე --  ხელვაჩაური                ერეკლე ბაგრატიონი - ხელვაჩაურ     

 

  • სათაური: 'შავი ზღვის დელფინი – 2016'
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-08-2016 8:46 PM
  • Tags:
Top