ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შეუძლებელი შესძლო!

 

მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ბაადურ  ჯობავამ შეუძლებელი შესძლო! ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა!

დასკვნით ტურში ქართველმა დიდოსტატმა პონციანის დებიუტი აირჩია თეთრი ფერის ფიგურებით მაქსიმ მატლაკოვის (რუსეთი) წინააღმდეგ. ჯობავამ, შუათამაშში მეტოქე ოსტატურად გადაითამაშა და მოგებული პოზიცია მიიღო. სამწუხაროდ, მე-40 სვლაზე დაშვებული უზუსტობით ფრედ დაასრულა შეხვედრა და  დამსახურებული ჩემპიონობა დააკარგა. საბოლოოდ, ქართული ჭადრაკის ლიდერმა 8,5 ქულით I-III ადგილები გაინაწილა:მაქსიმ მატლაკოვთან და ვლადიმირ ფედოსეევთან (რუსეთი) ერთად და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ჯობავა უკვე სამჯერ იყო ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი: ვერცხლი - 2010წ.; ბრინჯაო -2009;2016წ.

ჩემპიონატზე ძირითადი საპრიზო ფონდის გარდა  დაწესებული  იყო  ფულადი პრიზები სხვადასხვა  კატეგორიებში, 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ სტურუამ და მთავარი პრიზიც დაისაკუთრა.სულ, ევროპირველობის  საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა,I  ადგილი- 20 000, II ადგილი - -15 000, III ადგილი - 10 000...XX ადგილი – 1000.

დასკვნითი, მე-11 ტურის შედეგები:

ჯობავა ½ : ½  მაქსიმ მატლაკოვი(რუსეთი;2714)

სტურუა ½ : ½   კონსტანტინ ლუპულესკუ (რუმინეთი;2631)

ელტაჟ საფარლი (თურქეთი;2668) ½ : ½   გელაშვილი

პაიჭაძე ½ : ½   ვადიმ ზვიაგინცევი(რუსეთი;2661)

მჭედლიშვილი ½ : ½   ანდრეი ესიპენკო (რუსეთი;2509)

ალი მარანდი(თურქეთი;2479) ½ : ½   ჯოჯუა

ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი;2470) - ფანცულაია

სანიკიძე 1 : 0არტურ დავთიანი (სომხეთი;2216)

არაბიძე ½ : ½  ნიკოლას თეოდორუ(საბერძნეთი;2495)

თუთისანი 1 : 0 დიმიტრიოს ბალოკასი (საბერძნეთი;2219)

 

ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

2.ბაადურ ჯობავა  (2713) – 8,5 ქულა (რეიტინგის ცვლილება:+6,6);

68.ზურაბ სტურუა(2555) – 7  ქულა (-7,3);

71. ლუკა პაიჭაძე  (2568) – 6,5 ქულა (+13,4)

73.დავით ჯოჯუა (2581) – 6,5 ქულა (+8,8)

80.თამაზ გელაშვილი (2563) – 6,5 ქულა (+5,3);

89.მჭედლიშვილი  (2605)  - 6,5 ქულა (-3,2);

103. თორიკე სანიკიძე (2518) – 6,5 ქულა (+5,6);

130.ლევან ფანცულაია (2594) – 6 ქულა (-8,9);

196.მერი არაბიძე     (2374)    - 5,5 ქულა (+9,5);

232. ნოე თუთისანი (2347) -  5 ქულა (+27,4).

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ქართველმა მონაწილემ, ნოე თუთისანმა მესამედ შეასრულა ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმა და უახლოეს ფიდეს კონგრესზე მიენიჭება წოდება.

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

 

  • სათაური: შეუძლებელი შესძლო!
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-06-2017 3:08 AM
  • Tags:
Top