ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შეხვედრა ფოთში

28 დეკემბერს, ქალაქ ფოთმა უმასპინძლა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს.
პირველი შეხვედრა მან გამართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კაკულიასთან. საუბარი შედგა ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. 
მსოფლიო ჩემპიონმა ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებთან 11 დაფაზე. ორმა ფოთელმა მოჭადრაკემ, აკაკი ყალიჩავამ და კახაბერ კიზირიამ საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაში ყაიმს გაკეთება შეძლეს. ქალბატონი ნონა ასევე შეხვდა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ასევე ჭადრაკის მოყვარულებს და ესაუბრა მათ მისი საჭადრაკო ცხოვრების შესახებ. მან ასევე დააჯილდოვა საახალწლო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები. ხოლო უკვე საღამოს გაიმართა 2016 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკთა დაჯილდოება. ფოთის წლის მოჭადრაკედ აღიარებულ იქნა საქართველოს ჩემპიონი 18 წლის გოგონათა შორის - ანი ჭანტურია. წლის საუკეთესო მოჭადრაკის ნომინანტებად დასახელდნენ საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი 20 წლამდე ჭაბუკთა შორის - ნიკა ღვამბერია, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 12 წლის გოგონათა შორის - დიანა ლომაია და საქართველოს ჩემპიონი 8 წლის ჭაბუკთა შორის - კახაბერ კიზირია. 
წარმატებული ფოთელი მოჭადრაკეები დააჯილდოვეს ნონა გაფრინდაშვილმა, ქ. ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავჯდომარე ალექსანდრე თოფურია და სხვა საკრებულოს წევრებმა. დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა. 

 

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: შეხვედრა ფოთში
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-12-2016 1:10 AM
  • Tags:
Top