ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონატის პირველმა ნომერმა პირველმა იზეიმა გამარჯვება!

 

საქართველოს ქალთა 74-ე პირველობის პირველ ტურში თეთრი ფიგურებით მინიატურულ სტილში გაიმარჯვა  ბელა ხოტენაშვილმა  თამარ წერეთელთან დაპირისპირებაში.

დებიუტში თეთრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მათ კარგად გამოიყენეს მეტოქის მიერ მე-20 სვლაზე დაშვებული უზუსტობა და ტაქტიკური დარტყმით გადაწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც შავების უხეში შეცდომა და პარტიის დათმობა მოჰყვა.

ჩემპიონატის მეორე გამარჯვება მეორე ნომრად განთესილმა სალომე მელიამ მოიპოვა. მან, ასევე თეთრებით ანა კუჭავას სძლია. ესპანურ პარტიაში მელიამ მშვიდად, ზედმეტი გართულებების გარეშე გადაითამა მოწინააღმდეგე და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

შეჯიბრის მესამე შედეგიან პარტიაშიც თეთრებმა იმარჯვეს. არაბიძე - მიქაძის ორთაბრძოლა თეთრების დომინაციით მიმდინარეობდა, თუმცა შუათამაშში  უპირატესობა ხელიდან შემოაცალათ და რომ არა შავების უხეშ შეცდომათა სერია პარტია ფრედ დასრულდებოდა. არაბიძემ კარგად გამოიყენა მეტოქის უზუსტობები და პირველი ქულაც ჩაიწერა აქტივში.

პირველი ტურის მეოთხე შედეგიან პარტიაშიც თეთრებმა მოიგეს. ხურციძე - ხუხაშვილის შეხვედრა  თავიდანვე თეთრების მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა. უმნიშვნელო უპირატესობა ნელ-ნელა გაიზარდა და მნიშვნელოვანი გახდა.როგორც, ხდება უარეს პოზიციაში უხეში შეცდომა დაუშვეს შავებმა, ხურციძემ კარგად გამოიყენა მეტოქის  უზუსტობა და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

დღევანდელ ტურში თეთრების  სრულ ჰეგემონიას ხელი შეუშალა სოფო გვეტაძემ. მან, შავი ფერის ფიგურებით ნინო ხომერიკი დაამარცხა. პარტიაში ახალინდური დაცვა გათამაშდა, გვეტაძემ იოლად გაათანაბრა პოზიცია  და მინიმალური უპირატესობაც მოიპოვა. დროის პირველი კონტროლის გასვლის შემდეგ ხომერიკი უხეშად შეცდა რაც კარგად გამოიყენა მისმა გამოცდილმა კოლეგამ.

I  ტურის შედეგები:

მელია 1 : 0  კუჭავა

ხოტენაშვილი 1 : 0  წერეთელი

ხურციძე 1 : 0 ხუხაშვილი

ხომერიკი  0 : 1  გვეტაძე

არაბიძე 1 : 0 მიქაძე

 

II   ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:

კუჭავა - მიქაძე

გვეტაძე - არაბიძე

ხუხაშვილი - ხომერიკი

წერეთელი - ხურციძე

მელია   - ხოტენაშვილი

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ჩემპიონატის პირველმა ნომერმა პირველმა იზეიმა გამარჯვება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-03-2017 11:22 PM
  • Tags:
Top