ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ მეორე გამარჯვება იზეიმა.

 

მესამე ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა და მეწინავე პოზიცია შეინარჩუნა ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა მიხეილ მჭედლიშვილმა.

სიცილიური დაცვის, პაულსენის სისტემა გათამაშდა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ, მიხეილმჭედლიშვილს და გიგა ყუფარაძესა   შორის. დებიუტში  თეთრების მცირე უზუსტობით შავებმა ისარგებლეს და ინიციატივა მოიპოვეს.თუმცა, შემდეგში ვერ განავითარეს უპირატესობა და ორმხრივი უზუსტობების შემდეგ მეტოქეები 29-ე სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

სადებიუტო ლაბირინთებს თავი აარიდა და პასიური, უპრეტენზიო გაგრძელება აირჩია თეთრი ფიგურებით მოთამაშე ლუკა პაიჭაძემ თორნიკე სანიკიძესთან შეხვედრაში. შავებმა დასაწყისში ოდნავ უზუსტოდ ითამაშეს, მაგრამ მცირე უპირატესობა თეთრებმა ვერ განავითარეს და მუდმივი ქიშის წყალობით ფრე დააფიქსირეს.

მშვიდი, იტალიური პარტია აირჩია თეთრი ფერის ფიგურებით  მოასპარეზე კონსტანტინე შანავამ ირკალი ბერაძესთან პარტიაში. შუათამაშში თეთრებმა თავისთვის არახელსაყრელად გაცვალეს ფიგურები და დაბოლოებაში სუსტი თეთრუჯროვანი კუ შერჩათ აქტიური შავი მხედრის წინააღმდეგ.ბერაძემ კარგად გამოიყენა მეტოქის მცირე უზუსტობები და ტურნირში მეორე გამარჯვება იზეიმა.

ზემიშის სისტემით დაუპირისპირდა  მერაბ გაგუნაშვილი დავით ჯოჯუას მიერ არჩეულ ძველინდურ დაცვას. დებიუტში და მიტელეშპილში ჯოჯუამ რამდენიმე უზუსტობა დაუშვა და მეტოქეს  საგრძნობი ინიციატივა დაუთმო. ორმხრივ ცაიტნოტში თეთრებს პოზიცია ‘ხელიდან გაექცათ’ და უპირატესობის მაგიერ 40 სვლის შემდეგ უარესი პოზიციით დაასრულეს დროის პირველი კონტროლი.საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კარგად გამოიყენა თეთრების  სუსტი შავი უჯრები და პარტიის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

‘სისხლის უკანასკნელ წვეთამდე’ გაიმართა ბრძოლა ლევან ფანცულაიასა და დავიდ არუთინიანს  შორის. მეტოქეები ყაიმზე დაფაზე მხოლოდღა მეფეების დარჩენის შემდეგ შეთახმდნენ. პარტია დებიუტიდანვე საინტერესოდ მიმდინარეობდა. შავების არცთუ ისე გავრცელებულ გაგრძელებას მეორე სვლაზე ფანცულაიამ ორიგინალური პასუხი შეაგება მხედრით მე-4 სვლაზე.მთელი პარტია თეთრების უპირატესობით მიმდინარეობდა.თუმცა, ენდშპილში უზუსტობით საგრძნობი უპირატესობა გაუშვეს ხელიდან, რაც კარგად გამოიყენეს შავებმა და მეტოქეს ნახევარი ქულა  წაართვეს.

III ტურის შედეგები:

ლუკა პაიჭაძე           ½:½  თორნიკე სანიკიძე

ლევან ფანცულაია  ½:½ დავიდ არუთინიანი

მერაბ გაგუნაშვილი 0 : 1ვდავით  ჯოჯუა

მიხეილ მჭედლიშვილი  ½:½  გიგა ყუფარაძე

კონსტანტინე შანავა 0 : 1 ირაკლი ბერაძე

 

IV ტურის შეხვედრები:

თორნიკე სანიკიძე - ირაკლი ბერაძე

გიგა ყუფარაძე - კონსტანტინე შანავა

დავით  ჯოჯუა - მიხეილ მჭედლიშვილი

დავიდ არუთინიანი - მერაბ გაგუნაშვილი

ლუკა პაიჭაძე  - ლევან ფანცულაია 

 

სატურნირო მდგომაროება:

1.მჭედლიშვილი - 2,5 ქულა;

2.პაიჭაძე - 2 ქულა;

3.სანიკიძე  - 2 ქულა;

4. ჯოჯუა - 2 ქულა;

5. ბერაძე - 2 ქულა;

6. არუთინიანი - 1,5 ქულა;

7. ყუფარაძე - 1,5 ქულა;

8.ფანცულაია - 1 ქულა;

9.გაგუნაშვილი -0,5 ქულა;

10.შანავა  - 0 ქულა

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ მეორე გამარჯვება იზეიმა.
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-01-2017 11:45 PM
  • Tags:
Top