ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონები გამოვლინდნენ!

მსოფლიო-ევროპის  ჩემპიონატების მრავალგზის  ჩემპიონის და პრიზორის  თამარ  ხმიადაშვილის  დამაჯერებელი გამარჯვებით  დასრულდა საქართველოს  ჩემპიონატი  სენიორ მოჭადრაკეთა  შორის! ჩემპიონმა 7-დან 5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე  გასულ  გიული ალიხანაშვილს. მესამე ადგილზე ასევე 4 ქულით და უარესი მაჩვენებლებით ციალა ქასოშვილი გავიდა.

I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მსოფლიოსა და ევროპის სენიორ ქალთა ჩემპიონატების საგზურით;საქართველოს ჩემპიონს ეძლევა საგზურის არჩევის უფლება.

დებულება

ტექნიკური შედეგი

ქალთა ასპარეზობის პარალელურად მიმდინარე ვაჟთა ჩემპიონატზეც  ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა სენიორთა შორის გიორგი ბაღათუროვმა.მის აქტივში 7-დნა 6 ქულაა, 5,5 ქულით მეორეზე ივანე სიფრაშვილი გავიდა. 5-5 ქულით  III-V ადგილები გაინაწილეს:

3.გიორგი გოგიჩაიშვილმა; 4.ავთანდილ გიორგაძემ; 5.ვარლამ ვეფხვიშვილმა.

დებულება

ტექნიკური შედეგი

 

 

  • სათაური: ჩემპიონები გამოვლინდნენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-01-2018 10:48 PM
  • Tags:
Top