
პირველობა გაინაწილეს, ლუკა პაიჭაძემ და საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა, დავით ჯოჯუამ ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ ქვეყნის რიგით 76-ე ჩემპიონატზე. დამატებითი მაჩვენებლების წყალობით ჩემპიონის ტიტულს რუსთაველი დიდოსტატი დაეპატრონა. გამარჯვებულებმა 8-დან 5,5 - 5,5 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაუსწრეს მესამე საპრიზო ადგილზე გასულ მიხეილ მჭედლიშვილს. სამივე მათგანმა ევროპის 2017 წლის პირადი ჩემპიონატის (29.05-10.06, მინსკი,ბელორუსია) საგზური მოიპოვა.
ჩემპიონატში დაწესებული საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი - 6000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1500 ლ.
II ადგილი - 5000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1000 ლ.
III ადგილი - 4000 ლარი + ფედერაციის გრანტი 500 ლ.
IV ადგილი - 2500 ლარი
IX ტურის შედეგები:
მჭედლიშვილი ½ : ½ სანიკიძე
ბერაძე 1 : 0 ფანცულაია
ყუფარაძე ½ : ½ პაიჭაძე
ჯოჯუა 1 : 0 არუთინიანი
ისვენებს გაგუნაშვილი
სატურნირო მდგომარეობა:
1. პაიჭაძე - 5,5 ქულა;
2. ჯოჯუა - 5,5 ქულა;
3. მჭედლიშვილი - 4,5 ქულა;
4. სანიკიძე - 4 ქულა;
5. ყუფარაძე - 3,5 ქულა;
6. არუთინიანი - 3,5 ქულა;
7. ბერაძე - 3,5 ქულა;
8. გაგუნაშვილი - 3 ქულა;
9. ფანცულაია - 3 ქულა;
10. შანავა - 0 ქულა

- სათაური: ჩემპიონის ტიტული, პაიჭაძემ მოიპოვა!
- ავტორი:
- თარიღი: 30-01-2017 10:35 PM
- Tags: