ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონის ქალაქში ჭადრაკის სასახლე განახლდება!

 ქალაქ ზუგდიდის მერიამ საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაასრულა. თბილისის ქ. N1-ში განთავსებულ საჭადრაკო სკოლაში, 2016-2017 სასწავლო წელს ირიცხება 180-მდე მოსწავლე. აღნიშნული რაოდენობის კონტიგენტი ბევრად აღემატება სკოლის შესაძლებლობებს, შენობაში მხოლოდ ორი საკლასო ოთახი და ერთი დარბაზია. ამასთან, ჭადრაკის თამაშის შესწავლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მომავალი წლისთვის 150-მდე მსურველი წინასწარ არის დარეგისტრირებული.მოსწავლეთა მზარდი ნაკადის მისაღებად სკოლის შენობის ფართი არასაკმარისია. შენობის მცირე ფართის პირობებში, არათუ მასშტაბური ტურნირების მოწყობა, არამედ სრულფასოვანი მეცადინეობების ჩატარებაც ვერ ხერხდება. აღნიშნულის გამო დადგა აუცილებლობა ჭადრაკის სკოლის შენობას ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით. შენობა იქნება შეღწევადი და ადაპტირებული შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება შეადგენს 865 300 ლარს. ჭადრაკის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება 2018 წელს.

წყარო

  • სათაური: ჩემპიონის ქალაქში ჭადრაკის სასახლე განახლდება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-10-2017 12:26 PM
  • Tags:
Top