ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონი ასპარეზობას გამოეთიშა...

მესამე წრის და ტურნირის მთავარი მოულოდნელობა მაგნუს კარლსენის  ჩინელ ბუ სიანჩჟისთან დამარცხება  გახდა.

ქომაგთა სამწუხაროდ ნორვეგიელი ჩემპიონი  ბრძოლას გაეთიშა და შინ გაემგზავრება.

მოსაგებად ჩამოსულმა კარლსენმა  ნახევარი დისტანციის გავლაც ვერ შესძლო.

ბუ სიანჩჟი შეჯიბრის მთავარი სენსაციის  ავტორი გახდა.

ასპარეზობას გამოეთიშა მსოფლიოს ექსჩემპიონი ვლადიმირ კრამნიკიც  ვასილ ივანჩუკთან დაპირისპირებაში.

ვასილ ივანჩუკი ყველაზე ასაკოვანი მონაწილეა მერვედფინალში გასულთა შორის.

ნაადრევად გამოეთიშა  ბრძოლას მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეათე ნომერი ჰიკარუ ნაკამურა  ვლადიმირ ფედოსეევთან ორთაბრძოლაში.

ბაადურ ჯობავამ დაძაბულ სიტუაციაში შესძლო მეტოქის შეტევის მოგერიება და იან ნეპომნიაშისთან ფრედ დაასრულა შეხვედრა.

მსოფლიო თასის აღმოჩენა დანიილ დუბოვი.

ამერიკის სახელით მოასპარეზე სომ ძირითად დროში გაინაღდა მეოთხე წრის საგზური.

გუშინდელი მარცხის შემდეგ ევროპის ჩემპიონმა მაქსიმ მატლაკოვმა  ლევონ არონიანთან რევანში აიღო  და ხვალ დამატებითებში  გაირკვევა საგზურის ბედი.

არონიანს ფრეც ყოფნიდა...

ტურნირის უპირობო ფავორიტმა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა  ვერ დაჯაბნა ტურნირის დებიუტანტი ალექსანდრ ლინდერმანი.

ანიშ გირის  ბედიც ხვალ გაირკვევა.

რიჩარდ რაპორტის  სრული კონცეტრაცია გარე სამყაროსგან.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი თანამემამულეს ქომაგობს.

პიოტრ სვიდლერი მეტოქის სვლის დროს გონებას ასვენებს. ტაქტიკამ აშკარად გაამართლა, რუსი დიდოსტატი დამაჯერებლად გადავიდა მე-4 წრეში.

 

ხვალ დამატებითი ტაი-ბრეიქი გაიმართება  და 8 მონაწილისათვის ბოლო სათამაშო დღე იქნება. 

ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:ვაშიე-ლაგრავი -ლენდერმანი; გრიშუკი- ნავარა;ნეპომნიაში- ჯობავა; დინგი-ვიდიტი;გირი-სეტურამანი; კარუანა- ნაერი;არონიანი-მატლაკოვი; რაპორტი-ლი ჩაო;

 

მესამე წრის შეხვედრები:

კარლსენი(ნორვეგია) 0,5:1,5 ბუ სიანჩჟი (ჩინეთი); სვიდლერი (რუსეთი)1,5:0,5 ონიშუკი (აშშ) ; კრამნიკი(რუსეთი) 0,5:1,5  ივანჩუკი(უკრაინა); სო(აშშ) 1,5:0,5 ვალეხო (ესპანეთი);დუბოვი (რუსეთი)1,5:0,5 არტემიევი(რუსეთი); ნაკამურა(აშშ) 0,5:1,5 ფედოსეევი (რუსეთი); კოვალიოვი(კანადა) 2:0 როდშტეინი (ისრაელი); კუზუბოვი (უკრაინა)0,5- 1,5 ვან ჰაო (ჩინეთი) ;

ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი) 1:1 ლინდერმანი (აშშ); გრიშუკი(რუსეთი) 1 : 1 ნავარა (ჩეხეთი);ნეპომნიაში (რუსეთი)1:1 ჯობავა (საქართველო); დინგი(ჩინეთი) 1:1 ვიდიტი (ინდოეთი);გირი(ჰოლანდია) 1 : 1  სეტურამანი(ინდოეთი); კარუანა (აშშ) 1:1 ნაერი(რუსეთი);არონიანი (სომხეთი) 1:1 მატლაკოვი(რუსეთი); რაპორტი (უნგრეთი) 1:1 ლი ჩაო(ჩინეთი) ;

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ჩემპიონი ასპარეზობას გამოეთიშა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-09-2017 1:31 AM
  • Tags:
Top