ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დარჩა!

მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეათე ტურში, ბრწინვალე გამარჯვება იზეიმა ბაადურ ჯობავამ!მან, ჩემპიონობისათვის გადამწვეტ ტურში რუსი დიდოსტატი ანტონ დიმჩენკო (2629) დაამარცხა და ცხრილის სათავეში  გადაინაცვლა მაქსიმ მატლაკოვთან ერთად (რუსეთი;2714,)!

ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ხუთ მოჭადრაკე: ივან ჩეპარინოვს (2688, ევროპის საჭადრაკო კავშირი), ვლადიმირ ფედოსეევს (2690, რუსეთი), დავიდ ნავარას (2739, ჩეხეთი), ჯან კრისტოფ დუდას (2693,პოლონეთი) და დევიდ ჰოუელს (2684, ინგლისი). ამ მოჭადრაკეებიდან ერთ-ერთი მე-11 ტურის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდება. რაღა თქმა უნდა, მთელი საქართველო ჯობავას გულშემატკივრობს, რომელიც ევროპის ჩემპიონი აქამდე არასოდეს ყოფილა, ხოლო სამჯერ იყო ევროპის პრიზიორი (ბრიჯაო-2009;2016-2010).აღსანიშნავია, რომ დღემდე ქართველი ვაჟი მოჭადრაკეებიდან ეს ტიტული მხოლოდ ზურაბ აზმაიფარაშვილს აქვს მოპოვებული.

დასკვნით ტურში ჯობავა თეთრებით მატლაკოვს ეთამაშება.

მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები :

ანტონ დემჩენკო(2629, რუსეთი) -ბაადურ ჯობავა(2713) 0:1

რუსლან პონომარიოვი(2712, უკრაინა) - მიხეილ მჭედლიშვილი(2605) 1:0

დავით ჯოჯუა(2581)- იგორ კოვალენკო(2657), ლატვია) 0:1

ლუკა ლენიჩი(2641, სლოვენია) - ლუკა პაიჭაძე(2568) 1:0

თამაზ გელაშვილი(2563) - მუსტაფა ილმაზი (2617, თურქეთი)0:1

ზურაბ სტურუა(2555) - ზდენკო კოჟული(2617, ხორვატია) 1:0

ზბინეკ ხრაჩეკი(2612, სლოვაკეთი) - თორნიკე სანიკიძე(2518) 1:0

ლევან ფანცულაია(2594) - ანდრეას დირმაირი(2472, ავსტრია) 0.5:0.5

ილია სმირნი(2676, ისრაელი) - ნოე თუთისანი(2347) 1:0

სერგეი ულასევიჩი(2125, ბელარუსი) - მერი არაბიძე(2374) 0:1

მე-11 ტურის შეხვედრები:

ჯობავა - მაქსიმ მატლაკოვი(2714, რუსეთი)

სტურუა - კონსტანტინ ლუპულესკუ(2631, რუმინეთი)

ელტაჯ საფარლი (2668, თურქეთი) - გელაშვილი

პაიჭაძე - ვადიმ ზვიაგინცევი(2661, რუსეთი)

მჭედლიშვილი - ანდრეი ესიპენკო (2509, რუსეთი)

კემი კამ ალი მარანდი(2479, თურქეთი) - ჯოჯუა

ალექსანდრა გარიაჩკინა (2470, რუსეთი) - ფანცულაია

სანიკიძე - არტურ დავთიანი (2216, სომხეთი)

არაბიძე - ნიკოლას თეოდორუ(2495, საბერძნეთი)

თუთისანი - დიმიტრიოს ბალოკასი (2219, საბერძნეთი)

დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა:

სტურუა - 6,5 ქულა;

ჯოჯუა, პაიჭაძე, გელაშვილი, მჭედლიშვილი- 6 -6  ქულა;

სანიკიძე, ფანცულაია -  5,5 ქულა; 

არაბიძე     - 5 ქულა;

თუთისანი - 4 ქულა.

 

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დარჩა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-06-2017 12:14 PM
  • Tags:
Top