ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონობა მეორედ!

მეორედ  მოიპოვა ქვეყნის  უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული ბათუმელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა!

ნინომ, პირველობა  საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ ბელა ხოტენაშვილთან ერთად გაინაწილა და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების გამო  ჩემპიონობაც დაისაკუთრა. ამასთანავე,  რვა ქულა შემატა თავისს  ისედაც მაღალ რეიტინგს და მსოფლიოში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა!

მესამე ადგილზე  ლელა ჯავახიშვილი გავიდა  6 ქულით.მან ბოლო ტურში დაძაბულ ბრძოლაში სალომე მელია დაამარცხა.

5,5-5,5 ქულით IV-V ადგილები: მერი არაბიძემ და სალომე მელიამ გაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ  მელია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და რომ არა ბოლო სამ ტურში განცდილი სამი მარცხი ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იყო.

მეცხრე ტური:

ჯავახიშვილი ლელა (2463) 1:0  მელია სალომე (2404)

არაბიძე მერი       (2356)     1:0      გვეტაძე სოფიო (2297)

წერეთელი თამარ (2332)    1:0     ხომერიკი ნინო(2303)

მიქაძე მირანდა (2258)      0:1  ბაციაშვილი ნინო (2504)

ხოტენაშვილი ბელა  (2487) ½:½  ფურცელაძე მაკა(2346)

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა

1. ბაციაშვილი ნინო   (2504) – 7 ქულა;

2. ხოტენაშვილი ბელა (2487) – 7 ქულა;

3. ჯავახიშვილი ლელა (2463) – 6 ქულა;

4. არაბიძე მერი          (2356)     - 5,5 ქულა;

5. მელია სალომე          (2404)  - 5,5 ქულა;

6. გვეტაძე სოფიო         (2297)  - 4,5 ქულა;

7. მიქაძე მირანდა         (2258)  - 3,5 ქულა;

8. ხომერიკი ნინო          (2303) - 2 ქულა;

9. ფურცელაძე  მაკა       (2346)  - 2 ქულა;

10.წერეთელი თამარ     (2332)  - 2 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების ჩვენება ანალიზით

 

 

 

  • სათაური: ჩემპიონობა მეორედ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 26-02-2018 1:07 AM
  • Tags:
Top