ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონს ტაი-ბრეიქი გაარკვევს!

 

მეორე პარტიაც ფრედ დასრულდა საჩემპიონო მატჩში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების: მიხეილ მჭედლიშვილსა  და დავით ჯოჯუას შორის. მეტოქეებმა თავი აარიდეს დაძაბულ თამაშს და დებიუტშივე შეთანხმდნენ ყაიზე. ამრიგად ჩემპიონის ვინაობა დამატებით  ტაი-ბრეიქში გახდება ცნობილი, რომელიც ხვალ 12:00 საათზე გაიმართება .

 თაი-ბრეიქი: ძირითად მატჩებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება:

      - 2 პარტია (თითოეულს 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით).

                   თუ ეს მატჩი ყაიმით დამთავრდა, მაშინ

      - 2 პარტია (თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე,ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით).

                   თუ ეს მატჩიც ყაიმით დამთავრდა, მაშინ

            -  ”არმაგედონი” ( 1 პარტია, შავებს ეძლევა 4 წუთი, თეთრებს 5 წუთი, ყაიმის შემთხვევაში 

                   გამარჯვებულად გამოცხადდებიან შავები).

 

მესამე ადგილისათვის გამართულ მატჩში, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ  თორნიკე სანიკიძეს ყაიმიც ყოფნიდა გიგა ყუფარაძესთან  დაპირისპირებაში.დღევანდელი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ანგარიში 1,5:0,5 კი  სანიკიძის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

შეხვედრათა  ბადე

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

   

  • სათაური: ჩემპიონს ტაი-ბრეიქი გაარკვევს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 26-01-2018 8:38 PM
  • Tags:
Top