ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩინეთში ინტელქტუალური თამაშები დასრულდა...

ჩინეთის ქალაქ ჰუაიანმა მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებს უმასპინძლა. თამაშები  სამ დისციპლინაში გაიმართა: რაპიდი, ბლიცი და ‘ბასკური  სისტემა’.

 

 ელიტურ შეჯიბრში საქართველოდან 2 მოჭადრაკე ასპარეზობდა: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

 

რაპიდებში  კარგად  გამოვიდა  ბელა ხოტენაშვილი. ბელამ 4,5 ქულით II - IV ადგილები გაინაწილა: ჩინელ ჟუ ვენჟუნთან და რუსეთის წარმოამდგენელ, კატერინა ლაგნოსთან ერთად. დამატებითი  მაჩვენებლებით ჩვენებურმა  მეორე ადგილი დაისაკუთრა. ხოლო, პირველ ადგილზე  6 ქულით  მასპინძელთა წარმოამდგენელი  ტან ჟონგი გავიდა.

 

ბასკურ სისტემაში კი ნანა ძაგნიძემ იყოჩაღა და 6, 5 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის  (რუსეთი) შემდეგ. მესამე ადგილზე 6 ქულით ასევე რუსეთის წარმომადგენელი ვალენტინა გუნინა განთავსდა.

 

ასპარეზობის ოფიციალური  ვებგვერდი

 

  • სათაური: ჩინეთში ინტელქტუალური თამაშები დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-03-2016 9:25 PM
  • Tags:
Top