ჩინეთის ქალაქ ჰუაიანმა მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებს უმასპინძლა. თამაშები სამ დისციპლინაში გაიმართა: რაპიდი, ბლიცი და ‘ბასკური სისტემა’.
ელიტურ შეჯიბრში საქართველოდან 2 მოჭადრაკე ასპარეზობდა: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
რაპიდებში კარგად გამოვიდა ბელა ხოტენაშვილი. ბელამ 4,5 ქულით II - IV ადგილები გაინაწილა: ჩინელ ჟუ ვენჟუნთან და რუსეთის წარმოამდგენელ, კატერინა ლაგნოსთან ერთად. დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენებურმა მეორე ადგილი დაისაკუთრა. ხოლო, პირველ ადგილზე 6 ქულით მასპინძელთა წარმოამდგენელი ტან ჟონგი გავიდა.
ბასკურ სისტემაში კი ნანა ძაგნიძემ იყოჩაღა და 6, 5 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის (რუსეთი) შემდეგ. მესამე ადგილზე 6 ქულით ასევე რუსეთის წარმომადგენელი ვალენტინა გუნინა განთავსდა.
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი
- სათაური: ჩინეთში ინტელქტუალური თამაშები დასრულდა...
- ავტორი:
- თარიღი: 10-03-2016 9:25 PM
- Tags: