ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ძაგნიძემ, ბრინჯაო დაისაკუთრა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ დოჰაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ნანა, ჩემპიონატის წინასასტარტო რეიტინგ-სიაში მეხუთე ნომრად იყო განთესილი.ქართულიჭადრაკის ლიდერმა განსაკუთრებით კარგად ფინიშზე იასპარეზა, 12 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად გავიდა მესამე საპრიზო ადგილზე. ხოლო, ჩემპიონის ტიტული 9,5 ქულით მსოფლიოს ექსჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში ანა მუზიჩუკმა მოიპოვა (უკრაინა), გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს ექსჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი).

ქალთა ჩემპიონატის დანარჩენი   ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

18. ნინო ბაციაშვილი - 6 ქულა

20.მერი არაბიძე - 6 ქულა

23. ლელა ჯავახიშვილი - 5,5 ქულა

26. სოფიო გვეტაძე  - 5 ქულა

27. მაკა ფურცელაძე - 5 ქულა;

 

დრამატულად წარიმართა მსოფლიოს პირველობა  ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატ ლევან ფანცულაიასთვის. სტარტზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების (მსოფლიოსმ ოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან, ჰიკარუ ნაკამურასთან, დმიტრი იაკოვენკოსთან და ა.შ.) შემდეგ ლევანმა რამდენიმე დასანანი მარცხი განიცადა და საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა.

ჩემპიონატში 15-დან 11-11 ქულით  I-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

I -  ვასილი ივანჩკი (უკრაინა)

II - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი)

III - მაგნუს კარლენი (ნორვეგია);

ქართველი მონაწილეებიდან ყველაზე მაღალი შედეგი საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ აჩვენა. ქუთაისელმა ოსტატმა 8,5 დააგროვა და 23-35 ადგილები გაინაწილა.

ქართველი მონაწილეების შედეგები:

61. ლევან ფანცულაია - 7 ქულა

65. მიხეილ მჭედლიშვილი - 7 ქულა

71. ბაადურ ჯობავა - 7 ქულა;

 

ჩემპიონატში დაწესებულია შემდეგი საპრიზო ფონდი:

ხვალ და ზეგ მონაწილეები ერთმანეთს ელვისებურ ჭადრაკში გაეჯიბრებიან. ასპარეზობა შემდეგი დროის რეგლამენტით გაიმართება:  3 წუთი+2 წამი თითოეულ სვლაზე. ტურის დასაწყისი:16:00სთ. თბილისის დროით.

სათამაშო დღეები:

29  დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) პირველი დღე

29  დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) მეორე დღე

 

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ძაგნიძემ, ბრინჯაო დაისაკუთრა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-12-2016 3:34 AM
  • Tags:
Top