ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ძაგნიძე კომპიუტერს დაუპირისპირდება!

13 მაისს, 12:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (მისამართი:ჭავჭავაძის 82) გაიმართება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და BTU-ს  ერთობლივი ღონისძიება.

ღონსიძიების ფარგლებში დაგეგმილია:

მემორანდუმის გაფორმება  ჭადრაკის ფედერაციას და BTU-ს შორის. 

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და HP ხდებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორები და ერთობლივად უზრუნველყოფენ ეროვნული ნაკრების მომზადებას საჭირო ტექნოლოგიებით.

პროექტის  #ითამაშეჭადრაკი წარდგინება;

პროექტის მიზანია - საზოგადოებაში ბრძენთა თამაშის პოპულარიზაცია და მასობრიობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ერთდროული თამაშის სეანსები, მოყვარულთა ტურნირები, ახალი წიგნების წარდგინება, შეხვედრები ჩვენს ლეგენდარულ და ახალი თაობის წარმატებულ მოჭადრაკეებთან;

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძის  მატჩი  კომპიუტერის წინააღმდეგ;

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრების ერთდროული თამაშის სეანსი ჭადრაკის მოყვარულების წინააღმდეგ.
 

 

  • სათაური: ძაგნიძე კომპიუტერს დაუპირისპირდება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-05-2017 2:33 PM
  • Tags:
Top