ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ძაგნიძე წინ მიიწევს!

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ყაიმიც ყოფნიდა დღევანდელ პარტიაში ნანა ძაგნიძეს. თეთრებით მოთამაშე, ნანამ ინგლისური დასაწყისი აირჩია, პარტია დაძაბულად მიმდინარეობდა, ოლგა ზიმინას მხოლოდ გამარჯვება  აწყობდა და თავიდანვე აგრესიულად უტევდა . ჩვენმა მოჭადრაკემ  შესძლო უარესი პოზიციის დაცვა და პარტიის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. ანგარიშით 2:0 ნანამ შემდეგი წრის საგზური მოიპოვა.

ფრედ დასრულდა- ხურციძე - ბაციაშვილის შეხვედრა. მეტოქეები თავიდანვე ფრთხილად თამაშობდნენ, თუმცა თეთრებმა ფერისათვის დამახასიათებელი მინიმალური უპირატესობა მიიღეს. გაუმართლებელ რისკს ორივე მხარე მოერიდა და აქცენტი ხვალინდელ დამატებითებზე გააკეთეს.

ტაი-ბრეიქში მოუწევს ბრძოლა სალომე მელიასაც. შავებით მოთამაშე სალომეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა მსოფლიოს ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას სახით. თუმცა, ბათუმელმა დიდოსტატმა შესძლო უპირატესობის მოპოვება და საკმაოდ ახლოს იდგა სანუკვარ გამარჯვებასთან. ექსჩემპიონმა არათუ კარგად დაიცვა თავი, არამედ თავის სასარგებლოდაც შემოატრიალა პარტია. მელიამ კარგად დაიცვა გართულებული პოზიცია და მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა.

1:1 დაასრულა მინი-მატჩი სოფიკო გურამიშვილმა ნატალია ბუქსასთან დაპირისპირებაში.დღევანდელი პარტიის დასაწყისი და შუათამაში გურამიშვილის უპირატესობით მიმდინარეობდა. სამწუხაროდ რამოდენიმე უზუსტო სვლამ სოფოს მარცხი განაცდევინა, არადა მხოლოდ ყაიმი სჭირდებოდა შემდეგ წრეში გასასვლელად.

 

ეორე  წრის შედეგები ქართველი მოჭადრაკეებისმონაწილეობით:

ძაგნიძე (2525)         2 : 0 ოლგა ზიმინა ( იტალია; 2406)

ბაციაშვილი (2492) 1 : 1  ხურციძე (2383)

ურამიშვილი (2370)1 : 1 ნატალია ბუკსა (უკრაინა;2300)

მელია   (2394)      1 : 1 ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი;2512)

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: ძაგნიძე წინ მიიწევს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-02-2017 12:20 AM
  • Tags:
Top