
ნიუ-იორკში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონობისათვის მატჩის კლასიკური თორმეტი პარტია, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ( ნორვეგია ) და ტიტულის მაძიებელი სერგეი კარიაკინი ( რუსეთი) ხვდებოდნენ.
მეთორმეტე პარტია, რომელშიც თეთრებით კარლსენი თამაშობდა, ყველაზე ხანმოკლე გამოდგა. გათამაშდა ამ დაპირისპირებისათვის ყველაზე პოპულარული ესპანური პარტია. პარტია 37 წუთი გაგრძელდა. მეტოქეები 30-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ.
ამრიგად, მატჩისათვის გამოყოფილი 12 პარტიის შემდეგ, სადაც მეტოქეებმა თითო პარტია მოიგეს და ათი ყაიმით დაასრულეს, ანგარიშია 6:6. მიუხედავად იმისა, რომ კარლსენი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მან კლასიკურ პარტიებში ვერ შეძლო მეტოქის დამარცხება, ჩემპიონის ვინაობას ტაი ბრეიკი გაარკვევს 30 ნოემბერს.

- სათაური: ძირითადი ფრედ დასრულდა...
- ავტორი:
- თარიღი: 30-11-2016 6:03 PM
- Tags: