ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარდგენა BTU-ში...

29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული ნაკრებისათვის BTU-ში შექმნილი მაღალტექნოლოგიური ბაზის  წარდგენა გაიმართა.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრების წევრები BTU-ში მათთვის შექმნილ სივრცეში მოემზადებიან 2018 წლის ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის. უნივერსიტეტში ნაკრების წევრების მომზადება,  არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრეს, 32 ბირთვიან Z840 მოდელის კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება.

ევროპის  ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა  და პრიზიორმა სალომე მელიამ გამოცდა ჩაუტარა ვირტუალურ პროგრამას.

შეხვედრას დაესწრნენ: მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი.  

წარდგენის დასასრულს, ნონა გაფრინდაშვილმა  სტუდენტებისათვის ერთდროული თამაშის სეანსი გამართა 

  • სათაური: წარდგენა BTU-ში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-11-2017 2:29 AM
  • Tags:
Top