ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარდგინება

30  აგვისტოს, 12:00 საათზე,   თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრების წარდგენა გაიმართება. ჩვენი მოჭადრაკეები 1-14  სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში დაგეგმილ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადზე  მიიღებენ მონაწილეობას.

მსოფლიოს  მოქმედი ჩემპიონის ქალთა ნაკრების შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე  მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

ვაჟთა  ნაკრების შემადგენლობა: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და  კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით  4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010)  პრიზიორი.

  • სათაური: წარდგინება
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-08-2016 3:21 PM
  • Tags:
Top