
წარმატებით იასპარეზა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ესპანეთის ბენასკეში გამართულ ‘XXXVI OPEN INTERNACIONAL "VILLA DE BENASQUE’
ნინომ 10-დან ,5 ქულა დააგროვა და ქალთა ჩათვლაში საუკეთერსო შედეგი აჩვენა. ხოლო, ვაჟთა შორის მე-7 - 20 ადგილები გაინაწილა ესპანეთის სახელით მოასპარეზე, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავასთან ერთად.
სალომე მელიას აქტივში 7 ქულა და ქალთა შორის მე-3 ადგილია. მერი არაბიძემ 6,5 ქულა აიღო, ხოლო ქეთი წაწალაშვილმა 6 ქულით დაასრულა ასპარეზობა.
სულ, ტურნირში 31 ქვეყნის 413 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართა.

- სათაური: წარმატება ესპანეთში!
- ავტორი:
- თარიღი: 17-07-2016 2:16 PM
- Tags: