ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატება ხანტიში!

დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ხანტი-მანსიისკში დასრულებულ მსოფლიოს საჭადრაკო ქალთა გრან პრის დასკვნით ეტაპზე! ნინო, პრაქტიკულად მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა  და მხოლოდ ფინიშზე  წაიფორხილა. საბოლოოდ, 11-დან 6,5 ქულა დააგროვა და მსოფლიოს უძლიერეს ქალებთან პაექრობაში მეორე ადგილზე გავიდა. აქამდე ბათუმელი დიდოსტატის საუკეთესო შედეგი გრან პრის ჩათვლაში, მშობლიურ ქალაქში  გამართული სერიის  ერთ-ერთ ეტაპზე აღებული მესამე ადგილი იყო. პირადი შედეგის გაუმჯობესება აშკარად მეტყველებს ქართველი მოჭადრაკის პროფესიონალურ ზრდაზე.

გრან პრის ფინალურ ეტაპზე პირველობა 11-დან 7,5 ქულით მსოფლიოსაჭადრაკო რეიტინგ-სიის მეორე ნომერმა, ჩინეთის ნაკრებისწევრმა ცზიუ ვენზიუნმა დაისაკუთრა.აღსანიშნავია,რომ სწორედ ვენზიუნი გახდა საერთო ჟამში ქალთა გრან პრის გამარჯვებული და 2017 წლის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონობისათვის,  2017 წლის თებერვალში თეირანში დაგეგმილ მსოფლიო პირველობის ციკლის ნოკაუტ-სისტემაში გამარჯვებულს შეებრძოლება.

ტურნირის დანარჩენმა ქართველმა მონაწილეებმა: ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა  ცუდად დაიწყეს ტურნირი,მაგრამ შემდეგ ძალები მოიკრიბეს და ქულებიც დააგროვეს.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი  -ცზიუ ვენზიუნი (ჩინეთი;2580) 7,5 ქულა;

II ადგილი - ნინო ბაციაშვილი (საქართველო;2489) – 6,5 ქულა;

III ადგილი - ვალენტინა გუნინა (რუსეთი; 2525) – 6 ქულა;

IV ადგილი - ხადემალშარეხ სარასადატ  (ირანი; 2435) -6 ქულა;

V ადგილი - ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2543) – 6 ქულა;

VI ადგილი - ოლგა გირია (რუსეთი;2450) – 6 ქულა;

VII ადგილი - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2555) – 6 ქულა;

VIII ადგილი - ნატალია ჟუკოვა (უკრიანა;2448) -5,5 ქულა;

IX ადგილი - ბელა ხოტენაშვილი (საქართველო;2426) – 5 ქულა;

X ადგილი - ნატალია პოგონინა (რუსეთი;2492)- 4,5 ქულა;

XI ადგილი - ლელა ჯავახიშვილი (საქართველო;2461) – 4,5 ქულა;

XII ადგილი - ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი;2455) – 2,5 ქულა.

 

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: წარმატება ხანტიში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-12-2016 2:54 AM
  • Tags:
Top