ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებით იასპარეზა!

წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2701) მოსკოვში დასრულებულ ‘Аэрофлот Опен 2017’-ში.

ქართელი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში  ლიდერთა შორის იყო და საბოლოოდ 9-დან 6 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა. ამ შედეგით ჯობავამ  საკუთარ ელო-რეიტინგს 5 პუნქტი შემატა.

ეფექტურად დაამარცხა მე-7 ტურში  ბაადურმა ძლიერი უკრაინელი დიდოსტატი იური კუზუბოვი (2643).

 59...A1ლ+! 60.მ: A1 მD4 თეთრი მხედარის  ცუგცვანგით...

ტურნირის გამარჯვებული კი მასპინძელთა წარმომადგენელი  ვლადიმერ ფედოსეევი გახდა (2658) 9-დან 7 ქულით. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და კოეფიციენტთა ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2.ევგენი ნაერი (რუსეთი;9, 3.ვლადისლავ კოვალიოვი (ბელორუსია;2598), 4.ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი;2724).

ტექნიკური შედეგები

რუსეთის დედაქალაქში, რიგით  მე-15 ‘Аэрофлот Опен 2017’  ფესტივალი . სამ ტურნირად გაიმართა და მისი საერთო საპრიზო ფონდი 140 000 ევროს შეადგენდა.ფესტივალი სამი ტურნირისგან შედგებოდა: ‘А’, ‘В’ და ‘С’. ყველაზე დიდ ინტერესს ‘А’ ტურნირი იწვევდა  სადაც მხოლოდ 2500-ის ზემოთ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს შეეძლოთ ასპარეზობა.

 ‘В’ ტურნირში  საქართველოს სახელით: მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული მერი არაბიძე და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ნინო ხომერიკი ასპარეზობდნენ. მერიმ 5 ქულა დაგროვა, ხოლო ნინომ 3,5 ქულას მოუყარა თავი.

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: წარმატებით იასპარეზა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-03-2017 2:54 AM
  • Tags:
Top