ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებული დღე!

დღევანდელი დღე წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოჭადრაკეებისათვის.

დამაჯერებლად გაიმარჯვა შავი ფერის ფიგურებით  ნანა ძაგნიძემ ოლგა ზიმინასთან დაპირისპირებაში. ნანამ იოლად გაათანაბრა პოზიცია ,კარგად ისარგებლა მეტოქის უზუსტობით და ტექნიკურად მიიყვანა პარტია ლოგიკურ დასასრულამდე.

კარგად დაიცვა თავი უარეს პოზიციაში და შემდეგ თავის სასარგებლოდ შემოატრიალა  პარტია სოფო გურამიშვილმა. მისი მეტოქე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ნატალია ბუკსა გახლდათ.

ფრედ დაასრულა შეხვედრა სალომე მელიამ მსოფლიოს ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვასთან დაპირისპირებაში. მეტოქეებმა მშვიდი იტალიური პარტია გაითამაშეს და ნელ-ნელა მივიდნენ საყაიმო დასასრულამდე.

ფრედ დასრულდა  2 ნინოს დაპირისპირება: ბაციაშვილის და ხურციძის.

პარტია თეთრებით მოთამაშე ბაციაშვილის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ხურციძემ მეტოქის დახმარებით შესძლო მარცხის თავიდან აცილება.

 

მეორე  წრის პირველი ტურის შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე (2525)      1 : 0 ოლგა ზიმინა ( იტალია; 2406)

ბაციაშვილი (2492) ½ : ½  ხურციძე (2383)

გურამიშვილი (2370)1 : 0 ნატალია ბუკსა (უკრაინა;2300)

მელია   (2394)      ½ : ½ ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი;2512)

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: წარმატებული დღე!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-02-2017 1:29 AM
  • Tags:
Top