
კრეტაზე მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეექვეს ტური წარმატებული გამოდგა ქართული გუნდებისათვის, ორივემ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზემა.
ქალებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ტრადიციულად ძლიერი უკრაინის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით - 2,5 : 1,5 და მყარად ინარჩუნებენ მეორე ადგილს
საქართველო 2,5 : 1,5 უკრაინა
ნანა ძაგნიძე (2520) ½:½ ანა მუზიჩუკი (2576)
ნინო ბაციაშვილი (2472) 1 : 0 ნატალია ჟუკოვა (2426)
ბელა ხოტენაშვილი (2459) ½:½ ანა უშენინა (2445)
ლელა ჯავახიშვილი (2438) ½:½ ინა გაპონენკო (2433).
მომდევნო ტურში მათი მოწინააღმდეგე ესპანეთის გუნდი იქნება.
დამაჯერებლად დაამარცხეს ქართველმა ვაჟებმა იტალიის ძლიერი გუნდი ანგარიშით 3-1 და შემდეგ ტურში თურქეთის გუნდს დაუპირისპირდებიან.
საქართველო 3 : 1 იტალია
ბაადურ ჯობავა (2705) 1 : 0 საბინო ბრუნელო (2555)
ლევან ფანცულაია (2586) 1 : 0 დანიილ დვირნი (2542)
დავით ჯოჯუა (2591) ½ : ½ მიშელ გოდენა (2498)
ლუკა პაიჭაძე (2580) ½ : ½ ლუკა მორონი (2506)
შემდეგ ტურში მათი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:
ნანა ძაგნიძე (2520) – 2,5 (5)
ნინო ბაციაშვილი (2472) – 3 (5)
ბელა ხოტენაშვილი (2459) – 4,5(6)
ლელა ჯავახიშვილი (2438) –5(6)
სალომე მელია (2412) - 2 (2)
საქართველო
ბაადურ ჯობავა (2705) - 1,5 (4)
მიხეილ მჭედლიშვილი(2604) – 2,5(5)
ლევან ფანცულაია (2586) -4,5(5)
დავით ჯოჯუა (2591) – 2,5(5)
ლუკა პაიჭაძე (2580) – 3,5(5)

- სათაური: წარმატებული დღე!
- ავტორი:
- თარიღი: 04-11-2017 1:50 AM
- Tags: