ბლოგი

GCF's picture

'ჭადრაკი სკოლაში' - ევროპარლამენტში!

8 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა - 'ჭადრაკი სკოლაში' - ევროპარლამენტში გახლდათ. მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ესაუბრნენ: ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალაგზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

ევროპის საჭადრაკო კავშირის ინიციატივით, 24 თებერვალს ბრიუსელშიგაიმართება ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიიის სხდომა, 2015წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტის "ჭადრაკი სკოლაში" მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კომისიის შეკრებას მისი თავმჯდომარე სილვია კოსტა გაუძღვება. პროექტის განხილვას ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის წევრების გარდა დაესწრებიან - ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიო ჭადრაკის გამორჩეული ვარსკვლავი, იუდიტ პოლგარი და იმ ფედერაციის წარმომადგენლები, სადაც ეს პროექტია დანერგილი. სხდომაზე განიხილავენ პროექტის "ჭადრაკი სკოლაში" მიმდინარეობას და მის პერიპეტიებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყანაც, როგორც პროექტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. პროექტი "ჭადრაკი სკოლაში" საქართველოს 6 რეგიონის 309 სკოლაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს.

  • სათაური: 'ჭადრაკი სკოლაში' - ევროპარლამენტში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-02-2016 2:01 AM
  • Tags:
Top