
პროექტი #ითამაშეჭადრაკი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. 10 ივნისს, პროექტის ფარგლებში გაიმართა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. შეჯიბრი 17 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.
8 ქულით ტურნირში ერთპიროვნულად გაიმარჯვა ინგა ჭარხალაშვილმა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: ნიკა ვოლკოვი და თამაზ მგელაძე.

- სათაური: ჭარხალაშვილმა, ელვისებურ ჭადრაკში გაიმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 10-06-2017 9:05 PM
- Tags: