ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხანტი - მანსიისკში გრან პრის დასკვნითი ეტაპი გაიმართება...

ქალთა საჭადრაკო გრან პრის დასკვნითი ეტაპი ხვალიდან აიღებს სტარტს და  2 დეკემბრამდე გაგრძელდება რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში,  3 ქართველი მოჭადრაკის მონაწილეობით.

2015/2016 წწ.  მსოფლიო ქალთა  გრან პრის  V ეტაპის მონაწილეები არიან:

1.ცზიუ ვენცზიუნი          (ჩინეთი; 2580)

2.ალექსანდრა კოსსტენიუკი (რუსეთი; 2555)

3.დრონოვალი ხარიკა     (ინდოეთი; 2543)

4.ვალენტინა გუნინა        (რუსეთი; 2525)

5.ნატალია პოგონინა       (რუსეთი; 2492)

6.ნინო ბაციაშვილი         (საქართველო; 2489)

7.ლელა ჯავახიშვილი    (საქართველო; 2461)

8.ელმირა სკრიპჩენკო     (საფრანგეთი; 2455)

9.ოლგა გირია                    (რუსეთი; 2450)

10.ნატალია ჟუკოვა           (უკრაინა; 2448)

11.სარასადატ ხადემალშარეხ (ირანი; 2435)

12.ბელა ხოტენაშვილი      (საქართველო; 2426).

 

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.მონაწილეებს არ აქვთ უფლება ყაიმზე შეთანხმების 30 სვლამდე მსაჯის ნებართვის გარეშე.

სატურნირო განრიგი: გახსნა - 18 ნოემბერი; სათამაშო დღეები: 19-22, 24-27 ნოემბერი; 29 ნოემბერი-1 დეკემბერი. დახურვა- 1 დეკემბერი. ტურის დასაწყისი  13:00 საათზე თბილისის დროით.

ყოველი ეტაპის გამარჯვებული ფულადი პრიზის გარდა 120 ბალით + 40 ბალი  (ბონუსი) ჯილდოვდება, მეორე ადგილი- 110+20 ბალი,  მესამე ადგილი - 100+10 ბალი.

2015/16 წწ. ფიდეს გრან პრის გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას მსოფლიოს პირველობაზე მატჩის თამაშის.

წესების მიხედვით გრან პრის სერია 5 ტურნირისგან შედგება: უკვე ჩატარდა ეტაპები - მონტე-კარლოში, თეირანში, ბათუმში და ჩენდუში.

 

ამჟამად, გრან პრის გათამაშებას ინდოელი ხამპი კონერუ ლიდერობს  335 ქულით.მაგრამ, მან უკვე დაასრულა მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე- 253,5 ქულით ცზიუ ვენცზიუნი იმყოფება, ხოლო მესამეზე 250 ქულით  ასევე ჩინელი ჩჟაო სიუე (რომელიც უკვე მორჩა ასპარეზობას). ასე, რომ კონერუს გასწრების შანსი მხოლოდ ცზიუ ვენცზიუნს გააჩნია.

 

საპრიზო ფონდი - 60 000€

ადგილი

პრიზი

სერიის ჩასათვლელი ქულა

გრან პრის საერთო ჯამური  პრიზი

I

€10.000

160

€ 25.000

II

€ 8.250

130

€ 20.000

III

€ 6.750

110

€ 15.000

IV

€ 5.750

90

€ 10.000

V

€ 5.000

80

€ 7.500

VI

€ 4.500

70

€ 5.500

VII

€ 4.250

60

€ 4.000

VIII

€ 4.000

50

€ 3.000

IX

€ 3.250

40

 

X

€ 3.000

30

 

XI

€ 2.750

20

 

XII

€ 2.500

10

 
       

 

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ხანტი - მანსიისკში გრან პრის დასკვნითი ეტაპი გაიმართება...
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-11-2016 4:18 PM
  • Tags:
Top