
რუსეთის კირიშებში მიმდინარე ახალგაზრდულ სუპერტურნირს “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” 3-დან 2, 5 ქულით ნინო ხომერიკი ლიდერობს. ქართველი გოგონა პირველობას გერმანელ დმიტრი კოლარსთან (2470) და რუს სემიონ ლომასოვთან (2342) ერთად ინაწილებს. აღსანიშნავია, რომ ნინო ასპარეზობის მონაწილე ერთადერთი გოგონაა.
მომდევნო ტურში ხოემრიკი შავებით, სატურნირო რეიტინგ-სიის პირველ ნომერ, კოლარსს დაუპირისპირდება.
“მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” 11 ტურად მიმდინარეობს და 28 მაისს დასრულდება.

- სათაური: ხომერიკი დაწინაურდა
- ავტორი:
- თარიღი: 20-05-2016 7:40 PM
- Tags: