ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხომერიკმა პირველზე გადაინაცვლა!

ბწრყინვალედ ასპარეზობს ნინო ხომერიკი (2304)  რუსულ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები”, სადაც ის ერთადერთი გოგონა მონაწილეა. მიუხედავად, ამისა ნინო მსოფლიოს უძლიერეს ჭაბუკებს არ ეპუება და 9 ტურის შემდეგ  6,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ასპარეზობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას ნიომ უკვე შეასრულა ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა და დარჩენილ 2 პარტიაში ვაჟთა შორის ოსტატობის შესრულებაც შეუძლია.

დღევანდელ შეხვედრაში ნინომ სომხეთის წარმომადგენელი ჰარამ ჰაკობიანი დაამარცხა, ხოლო ხვალ თეთრი ფერით კირილ შუბინს (რუსეთი) დაუპირისპირდება.

“მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” 11 ტურად მიმდინარეობს და 28 მაისს დასრულდება.

 

ტექნიკური შედეგები

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ხომერიკმა პირველზე გადაინაცვლა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-05-2016 3:02 AM
  • Tags:
Top