ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხუთივემ გაიმარჯვა!

წარმატებით ასპარეზობენ ქართველი ვაჟები კოსოვოში მიმდინარე რიგით მე-17 ევროპირველობაზე! განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მესამე ტური ჩვენებისთვის, ყველა მათგანმა მოიგო შეხვედრა!

3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან: საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა.

განვლილ ტურში სტურუამ უძლიერესი უკრაინელი დიდოსტატი ვლადიმირ ონიშუკი დაამარცხა, ხოლო ჯობავამ სომეხი დიდოსტატი სამველ ტერ-სააკიანი. მომდევნო ტურში ჯობავა თეთრებით ბერძენ პალიგრას დაუპირისპირდება, ხოლო სტურუა ჩემპიონატის რეიტინგ-ლიდერ,დავიდ ნავარას.

მხოლოდ, ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს დანარჩენი 3 ქართველი მონაწილე: ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი და თორნიკე სანიკიძე.

ჩემპიონატში 39 ქვეყნის 245 მოჭადრაკე ასპარეზობს და  მისი საპრიზო ფონდი 120 000 ევროს შეადგენს. I-XX  ადგილზე გასული მონაწილეები ვაჟთა შორის მსოფლიო თასის ლიცენზიით დაჯილდოვდებიან.

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ხუთივემ გაიმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-05-2016 1:21 PM
  • Tags:
Top