
რუმინეთის კურორტ მამაიაში დასრულებული ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა; 2450) გახდა, რომელმაც 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ესპანელ საბრინა ვეგა გუტიერესს (2375) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ასევე, დამატებითი მაჩვენებლებით დაისაკუთრა მესამე ადგილი, მსოფლიოს ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი;2507) , რომელმაც თავი 8 ქულა დააგროვა და ლილიტ მკრტჩიანთან (სომხეთი;2434) ერთად გაიყო 3-4 ადგილი.
ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ლელა ჯავახიშვილს (2493) და ნინო ხურციძეს (2409) აღმოაჩნდათ. მათ 7.5-7.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მე-9 და მე-10 პოზიციები ერგოთ.
დანარჩენმა ქართველებმა ასეთი შედეგები დააფიქსირეს: 15. სოფიკო ხუხაშვილი (2355) – 7.0; 21. სალომე მელია (2409) – 7.0; 45. ნინო ბაციაშვილი (2476) – 6.0; 52. მერი არაბიძე (2363) – 5.5; 67. მაია ლომინეიშვილი (2367) – 5.0; 80. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 5.0; 87. მირანდა მიქაძე (2233) – 4.5; 98. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 4.0; 99. სოფიო გვეტაძე (2311) – 4.0;
შეგახსენებთ,ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 27 ქვეყნის 112 ქალი მონაწილეობდა.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 11 000 მოდიოდა,, II ადგილი - 9 000, ხოლო III ადგილი - 7 000. XX ადგილზე გასული მოჭადრაკე კი 1000-ს დასჯერდა. ამასთანავე, I-XIV ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ლიცენზიით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა დააკლდა საგზურამდე და მე-15 ადგილზე გავიდა სოფო ხუხაშვილი.

- სათაური: ხურციძემ და ჯავახიშვილმა მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
- ავტორი:
- თარიღი: 09-06-2016 2:09 PM
- Tags: