ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხურციძემ და ჯავახიშვილმა მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

რუმინეთის კურორტ მამაიაში დასრულებული ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული მსოფლიოს ექსჩემპიონი  ანა უშენინა (უკრაინა; 2450) გახდა, რომელმაც 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ესპანელ საბრინა ვეგა გუტიერესს (2375) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ასევე, დამატებითი მაჩვენებლებით დაისაკუთრა მესამე ადგილი, მსოფლიოს ექსჩემპიონმა  ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი;2507) ,  რომელმაც თავი 8 ქულა დააგროვა  და  ლილიტ მკრტჩიანთან (სომხეთი;2434) ერთად გაიყო 3-4 ადგილი.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ლელა ჯავახიშვილს (2493) და ნინო ხურციძეს (2409) აღმოაჩნდათ. მათ 7.5-7.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მე-9 და მე-10 პოზიციები ერგოთ.

დანარჩენმა ქართველებმა ასეთი შედეგები დააფიქსირეს: 15. სოფიკო ხუხაშვილი (2355) – 7.0; 21. სალომე მელია (2409) – 7.0; 45. ნინო ბაციაშვილი (2476) – 6.0; 52. მერი არაბიძე (2363) – 5.5; 67. მაია ლომინეიშვილი (2367) – 5.0; 80. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 5.0; 87. მირანდა მიქაძე (2233) – 4.5; 98. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 4.0; 99. სოფიო გვეტაძე (2311) – 4.0;

შეგახსენებთ,ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში  27 ქვეყნის 112 ქალი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 11 000 მოდიოდა,, II ადგილი - 9 000, ხოლო III  ადგილი - 7 000. XX ადგილზე გასული მოჭადრაკე კი 1000-ს  დასჯერდა. ამასთანავე, I-XIV ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ლიცენზიით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა დააკლდა საგზურამდე და მე-15 ადგილზე გავიდა სოფო ხუხაშვილი.

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ხურციძემ და ჯავახიშვილმა მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-06-2016 2:09 PM
  • Tags:
Top