ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯობავამ, მსოფლიოს ექსჩემპიონი დაამარცხა!

საჭადრაკო ოლიმპიადის მე-4 ტურში, ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ მსოფლიოს ექსჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი დაამარცხა!

ფინალური პოზიცია

 

 ლიდერს ტოლი არ დაუდეს თნაგუნდელებმაც. გაიმარჯვა მიხეილ მჭედლიშვილმა, ხოლო ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ ფრედ დაასრულეს შეხვედრები.

ტურის ცენტრალური და პრინციპული შეხვედრა გახლდათ: რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება.სადაც, დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით უკრაინელებმა იმარჯვეს.

4 ტურის შემდეგ ოლიმპიადას ყველა სამატჩო გამარჯვებით: ჩინეთი, აზერბაიჯანი-I, ჰოლანდია, ინდოეთი,ბელორუსია და უკრაინა ლიდერობენ.ქართველი ვაჟები 7 ქულით  VII - XIII ადგილებს ინაწილებენ. მე-5 ტურში ქართველი ვაჟები ესპანელებს დაუპირისპირდებიან.

‘მშრალი’ ანგარიშით - 4:0 გაიმარჯვა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ეგვიპტელებთან შეხვედრაში. მომდევნო ტურში მათი მეტოქე პერუელთა გუნდი იქნება.

ქალთა ასპარეზობის მე-5 ტურში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, ლატვიის წარმომადგენელმა , დანა რიეზნიცე-ოზოლამ (ლატვიის ეკონომიკის მინისტრი!) მსოფლიოს  მრავალგზის ჩემპიონ, ჰოუ იფანთან შეხვედრაში.

4 სათამაშო დღის შემდეგ ასპარეზობას დანაკარგის გარეშე: უკრაინა, სერბეთი, რუსეთი და ყაზახეთი დაწინაურდნენ.

ოფიციალური  ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები:

ქალები; ვაჟები;

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე  მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და  კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.

სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;

დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;

30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით  4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010)  პრიზიორი.

  • სათაური: ჯობავამ, მსოფლიოს ექსჩემპიონი დაამარცხა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 06-09-2016 6:26 AM
  • Tags:
Top