ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯობავა, დაწინაურდა!

შვედეთის ქალაქ მალმიოში მიმდინარეობს წარმომადგენლობითი დახურული საერთაშორისო  ტურნირი, ქართული ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას მონაწილეობით.

ასპარეზობის მეორე ტურში ჯობავამ ულამაზეს სტილში დაამარცხა  ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი  და ერთპიროვნულად   დაწინაურდა. მომდევნო ტურში მისი მეტოქე ტურნირის რეიტინგ- ფავორიტი პაველ ელიანოვი (უკრიანა) იქნება.

 

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

1.ჯობავა 1.5 ქულა

2-5. შორტი, დრონოვალი, გრანდელიუსი, ბლიომკვისტი 1 ქულა;

6.ელიანოვი 0.5 ქულა.

 

მესამე ტურის შეხვედრები:

შორტი - გრანდელიუსი

ელიანოვი - ჯობავა

დრონოვალი-ბლომკვისტი

 

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ჯობავა, დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-05-2017 1:57 AM
  • Tags:
Top