ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯობავა დაწინაურდა!

 

ელ-რიადში მიმდინარე  მსოფლიოს ჩემპიონატის  პირველი სათამაშო დღის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეშია  ბაადურ ჯობავა! ქართველმა დიდოსტატმა 5 ტურიდან 4,5 ქულა დააგროვა და პირველობას ვლადიმირ ფედოსეევთან ერთად ინაწილებს!ლიდერთა ორეულს ერთი ქულით ჩამორჩება გიგა ყუფარაძე.3-3 ქულით 33-ე და 36 ადგილებზე იმყოფებიან ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი.
ქალებში ქართველიმოჭადრაკეებიდან საუკეთესო ბელა ხოტენაშვილია, რომელმაც პირველი ოთხი ტური მოიგო, თუმცა მეხუთეში ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დასთმო პარტია და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:

21 ნინო ბაციაშვილი 3,5 ქულა;
28. სოფიო გვეტაძე - 3 ქულა;
29. ნანა ძაგნიძე - 3 ქულა;
74. ინგა ჭარხალაშვილი - 2 ქულა;
79. სოფიკო ხუხაშვილი  -2 ქულა;
86 სალომე მელია  -1,5 ქულა;
88. ლელა ჯავახიშვილი 1,5 ქულა.

 

ასპარეზობის საერთო ფონდი 2 000 000$ შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია სწრაფ ჭადრაკში გამართული ჩემპიონატებისათვის. საპრიზო ფონდი დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება 1- 30 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე.

სწრაფ ჭადრაკში  პირველ სათამაშო დღეს (26 დეკემბერი) – 5 პარტია გაიმართება, მეორე დღეს (27 დეკემბერი) – VI-X ტური; მესამე დღე (28 დეკემბერი) – XI-XV ტური;

ელვისებური ჭადრაკი: პირველი დღე (29 დეკემბერი) – I-XI ტური; მეორე დღე (30 დეკემბერი) – XII- XXI ტური.

 

ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები: ქალები;ვაჟები;

პარტიების პირდაპირი ჩვენება

  • სათაური: ჯობავა დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-12-2017 2:59 AM
  • Tags:
Top