ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯობავა ევროპაში მესამეა!

ბრწყინვალედ იასპარეზა ბაადურ ჯობავამ  კოსოვოს გიაკოვოში დასრულებულ ევროპის  ჩემპიონატზე ვაჟთა შორის!

ქართული ჭადრაკის ლიდერმა დასკვნით ტურში ჩემპიონატის რეიტინგ-სიით მეორე ნომერი, პოლონელი  რადოსლავ ვოიტაშეკი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.  მის აქტივში 11-დან 8 ქულაა. პირველ ადგილზე კი 9 ქულით,  ერნესტო ინარკიევი (რუსეთი) გავიდა, ხოლო მეორეზე 8,5 ქულით ლატვიის წარმომადგენელი იგორ კოვალენკო.

აღსანიშნავია, რომ ჯობავამ 2017 წელს დაგეგმილი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა.

სულ, ჩემპიონატში 39 ქვეყნის 245 მოჭადრაკე მონაწილეობდა და ქართველი დიდოსტატი  26-ე ნომრად იყო განთესილი.

 

ევროპის პირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაგან სამმა; მერაბ გაგუნაშვილმა,  ლევან ფანცულაიამ და   თორნიკე სანიკიძემ  6,5 მოაგროვა. 6 ქულით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ სტურუამ.

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: ჯობავა ევროპაში მესამეა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-05-2016 12:07 AM
  • Tags:
Top