ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯობავა მეორე წრეში იასპარეზებს!

 

დაძაბულ   რეჟიმში  გაიმართა  პირველი წრის  დამატებითი ტაი-ბრეიქი. 22 წყვილი მეორე წრის საგზურისათვის თავგამოდებით იბრძოდა.

ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივარის ყურადღების ცენტრში  ბაადურ ჯობავას  მატჩი იყო ესპანელ დიდოსტატ, ივან ლოპეს სალგადოსთან.

მინი -მატჩი საკმაოდ  დაძაბულად მიმდინარეობდა, 25 წუთიანი მატჩში ორივე ყაიმით დასრულდა, 10-წუთიანი პარტიებისგან  შემდგარ დაპირისპირებაში, ბაადურმა პირველი მოიგო და მეორეშიც ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა რამოდენიე უზუსტობით მეტოქეს გათანაბრების შანსი მისცა. საგზურის ბედი  5-წუთიანმა პარტიებმა გადაწყვიტა, პირველი ყაიმის შემდეგ  ქართული ჭადრაკის ლიდერმა შესძლო მობილიზება და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა  გადამწყვეტ, მეორე პარტიაში.

მომდევნო წრეში ჯობავას  მეტოქე  უძლიერესი ჩინელი დიდოსტატი  იუ იანგი იქნება.

დამატებითი ტაი ბრეიქების შედეგად მეორე წრეში იასპარეზებენ:

ბაკრო,ერდოსი, გრაჩევი,ტარი, დემჩენკო, ივანჩუკი,ჰარიკრიშნა, ანდრეიკინი, კარიაკინი, დუბოვი,ვალეხო, ტომაშევსკი, ნეპომნიაში, ადიბანი, იუ იანგი, ფედოსეევი, ადამსი, როდშტეინი, ლენიჩი, ვი უი,სევიანი.

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ჯობავა მეორე წრეში იასპარეზებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-09-2017 11:59 PM
  • Tags:
Top