ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯობავა, რეიკიავიკში დაწინაურდა...

ისლანდიის  დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარეობს წარმომადგენლობითი საერთაშორისო ‘ღია’ტურნირი ქართველი დიდოსტატების: ბააურ ჯობავს და სოფო გურამიშვილის მონაწილეობით. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართება და მასში 40 ქვეყნის 266 მოჭადრაკე მონაწილეობს.

6 ტურის მერე 5 ქულით 13 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი დაწინაურდა. ლიდერთა შორის არიან: ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა, გატა კამსკი (აშშ), ანიშ გირი (ჰოლანდია),დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) და სხვები...

მეწინავე ჯგუფს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება სოფო გურამიშვილი. მომდევნო,მეშვიდე ტურში ჯობავა თეთრებით კონსტანტინ ლანდას (ლატვია) დაუპირისპირდება, ხოლო გურამიშვილი ასე თეთრებით არგენტინელ დიდოსტატ დამიან ლემოსს.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ჯობავა, რეიკიავიკში დაწინაურდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-04-2017 4:24 AM
  • Tags:
Top