ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯობავა, წინ მიიწევს!

მორიგი გამარჯვება იზეიმა, ბაადურ ჯობავამ მინსკში მიმდინარე ევროპის პირად ჩემპიონატზე ვაჟთა შორის. შავი ფიგურებით მოთამაშე ქართული ჭადრაკის ლიდერმა კარგად  გამოიყენა მეტოქის უზუსტობები და ეფექტურად  გაიმარჯვა 25-ე სვლაზე. ამ გამარჯვებით, ჯობავამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პირველობისკენ.

ჩემპიონატზე, ჯერჯერობით ლიდერობას  ინგლისელი დავიდ ჰოუელი ინარჩუნებს. მის აქტივში 9-დან 7,5 ქულაა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება შემდეგი ოთხეული:ანტონ დემჩენკო (რუსეთი),მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი),არმან მიქაელიანი (სომხეთი) და ჯობავა.

ფინიშამდე 2 ტურით ადრე ევროპირველობაზე ძალიან დაიძაბა სატურნირო  მდგომარეობა და სავარაუდოდ  ჩემპიონობის ბედი შემდეგ შეხვედრებში გადაწყდება:

მატლაკოვი - ჰოუელი; დემჩენკო - ჯობავა და მიქაელიანი - ნავარა.

 

მეცხრე ტურის შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

გევეინ ჯონსი(ინგლისი;2654)  0 : 1 ბაადურ ჯობავა (2713)

მიხეილ მჭედლიშვილი (2605) ½:½ ბორის გრაჩევი(რუსეთი;2658,)

იგორ კოვალენკო(ლატვია;2657) ½:½  ლუკა პაიჭაძე (2568)

მარტინ კრავცივი(უკრაინა;2653) ½:½  თამაზ გელაშვილი (2563)

დავით ჯოჯუა (2581) ½:½  ლუკა ლენიჩი (სლოვენია;2641)

ალექსეი სარანა (რუსეთი;2472) 1 : 0 ლევან ფანცულაია (2594)

თორნიკე სანიკიძე (2518) 1 : 0 მათეუს ბარტელი (პოლონეთი;2657)

ნათან ბირნბოიმი (ისრაელი;2358) 0 : 1 ზურაბ სტურუა (2555)

მერი არაბიძე (2374) 0: 1 ვოიტეჩ პლატი (ჩეხეთი;2522)

მარიან ჯურჩიკი(სლოვაკეთი;2501) - ნოე თუთისანი (2347);

 

მეათე ტურის შეხვედრები:

ანტონ დემჩენკო (რუსეთი;2629) - ჯობავა

რუსლან პონომარიოვი (უკრაინა;2712) - მჭედლიშვილი

ჯოჯუა - იგორ კოვალენკო (ლატვია;2568)

ლუკა ლენიჩი (სლოვენია;2641) - პაიჭაძე

გელაშვილი - მუსტაფა ილმაზი (თურქეთი;2630)

სტურუა - ზდენკო კოჟული (ხორვატია;261)

ზბინეკ ხრაჩეკი (ჩეხეთი;2612 - სანიკიძე

ფანცულაია - ანდრეას დერმაირი (ავსტრია;2472)

ილია სმირინი (ისრაელი;2676) - თუთისანი

სერგეი ულასევიჩი (ბელორუსია;2125) - არაბიძე

 

ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა:

ჯობავა - 7 ქულა;

ჯოჯუა, პაიჭაძე, გელაშვილი, მჭედლიშვილი- 6 -6  ქულა;

სანიკიძე, სტურუა- 5,5-5,5 ქულა; 

ფანცულაია - 5 ქულა;

არაბიძე, თუთისანი - 4- 4 ქულა.

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

 

 

 

  • სათაური: ჯობავა, წინ მიიწევს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-06-2017 2:32 AM
  • Tags:
Top