ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

‘პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს’

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბმა  ქალაქის ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინძლა უძველესი თამაშის მოყვარულთა შორის. ასპარეზობა დევიზით ‘პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს’ ორ დღეს გაგრძელდა  და სამ ტურნირად გაიმართა: ვაჟთა, ქალთა და ‘პროფესიონალთა’ შორის.

ჩემპიონატში  მონაწილეობდნენ: ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, საკრებულოს წევრები:ირმა პეტრიაშვილი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე.

ჩემპიონატი  ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

გამარჯვებულები:

პროფესიონალთა შორის:

I    ადგილი  - ტატო ქოჩაკიძე - 8 ქულა;

II   ადგილი - გიორგი სერჟანოვი - 7 ქულა;

III ადგილი  - ელგუჯა მორჩაძე - 6,5 ქულა.

 

ვაჟთა შორის:

I    ადგილი  - რუბენ ჩიკვაშვილი - 7,5 ქულა;

II   ადგილი -  გიორგი სულუხია - 7,5 ქულა;

III ადგილი  - დავით ხვედელიძე - 7,5 ქულა.

 

ქალთა შორის:

I    ადგილი  - სოფო ვაჭარაძე - 7,5 ქულა;

II   ადგილი - შორენა ჯიმშელეიშვილი - 7,5 ქულა;

III ადგილი  - მაკა ლონდარიძე - 7 ქულა.

 

ფოტოგალერეა

  • სათაური: ‘პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს’
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-09-2016 6:33 PM
  • Tags:
Top