ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

‘ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში'

 

25-26  ოქტომბერს ბათუმის ‘ინტურისტში’ გაიმართება ევროპის  საჭადრაკო  კავშირის ეგიდით პირველი საერთაშორისო კონფერენცია  ‘ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში’.

კონფერენციას წინ უძღოდა ევროპის საჭადრაკო კავშირის ინიციატივით, 2016 წლის 24 თებერვალს  ბრიუსელში გამართული ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის სხდომა, 2015 წლის  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტის ‘ჭადრაკი სკოლაში’ მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ღონისძიების   მთავრი თემაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჭადრაკის  განვითარების მიმდინარეობა, მიღწევები და პოპულარიზაციისთვის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

განხილული იქნება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ჭადრაკის სწავლების მხრივ განათლების სფეროში.გაიმართება ევროპის საჭადრაკო კავშირის საგანმანათლებლო კომისიის სხდომა.

მონაწილეობენ თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

დასაწყისი - 10:00 საათზე.

  • სათაური: ‘ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში'
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-10-2016 8:39 PM
  • Tags:
Top