ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

12 წლიანებში უძლიერესები გამოვლინდნენ!

 
 

 

მარიამ გაბელაიას და თამარ თასოშვილის აშკარა უპირატესობით წარიმართა თბილისის ჩემპიონატი 12-წლამდე ასაკის გოგონათა შორის.

მათ 7 ტურიდან 6-6 პარტია მოიგეს და ყაიმით მხოლოდ ერთმანეთთან დაასრულეს შეხვედრა. გამარჯვებული მხოლოდ ბუჰგოლცის ცხრილმა გამოავლინა – ზედიზედ მესამედ დედაქალაქის ჩემპიონის ტიტული გაბელაიამ მოიპოვა.

ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩა და 4.5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა მარიამ დოლაკიძე.

ტექნიკური შედეგები

ამავე ასაკის ბიჭების ჩემპიონატში ერთპიროვნულად იმარჯვა საბა ლომსაძემ. მან 7-დან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო II-III ადგილებზე გასულ ილია კავკასიძეს და ანდრია ლოლაძეს.

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: 12 წლიანებში უძლიერესები გამოვლინდნენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-03-2016 8:20 PM
  • Tags:
Top