ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

2 ქულა - 2 ტური - 2 ლიდერი...

საქართველოს  ქალთა 74-ე ჩემპიონატს 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით 2 მოჭადრაკე: ბელა ხოტენაშვილი დ ამერი არაბიძე ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ  2 ტურის განმავლობაში გამართულ 10 პარტიაში აქამდე მხოლოდ 1 ფრე დაფიქსირდა. ჩვენი ქალები მართლაც, რომ თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეულ პარტიაში.

მეორე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა საქართველოს ქალთა ოლიმპიური ნაკრების 2 წევრის, ტურნირის რეიტინგ-სიის 2 ლიდერის: ხოტენაშვილის და მელიას დაპირისპირება.

მშვიდი, იტალიური პარტია აირჩია სალომე მელიამ ბელა ხოტენაშვილთან ორთაბრძოლაში.დებიუტი ბათუმელი დიდოსტატის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგში რამდენიმე მცირე უზუსტობათა სერიით უარესი პოზიცია მიიღო. ხოტენაშვილმა კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომები და პარტიის ბედი თავის სასრგებლოდ გადაწყვიტა.

სოფო გვეტაძე - მერი არაბიძის შეხვედრაში, თეთრებმა დებიუტი პასიურად გაითამაშეს და თავიდანვე დათმეს ინიციატივა.შავების ფიგურები ღია პოზიციაში საკმაოდ ჰარმონიულად მოქმედებდნენ თეთრების წინააღმდეგ.პირველი კონტროლის დასრულებისას თეთრებმა მხედარი დაკარგეს და მარცხიც მალე აღიარეს.

ნინო ხურციძის სიცილიური  დაცვის წინააღმდეგ  შედარებით უწყინარი სისტემა აირჩია თამარ წერეთელმა. შავებმა იოლად გაათანაბრეს, თუმცა 30-ე სვლაზე დაშვებულმა უხეშმა შეცდომამ  მნიშვნელოვნად გააუარესა მათი მდგომარეობა.მაგრამ, თეთრებმა მეტოქის შეცდომას რამოდენიმე სვლაში  საპასუხო  უზუსტობა მიაგებეს და  პარტია ორმხრივი თანხმობით ყაიმით დასრულდა.

უპრეტენზიო დასაწყისი აირჩია სოფოკი ხუხაშვილმა თეთრი ფიგურებით ნინო ხომერიკთან დაპირისპირებაში. მეტოქის პასიურობა კარგად გამოიყენეს შავებმა და თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა. თუმცა, 30-ე სვლის შემდეგ ორმხრივ შეცდომათა სერია დაიწყო.მაგრამ ხომერიკს იმდენად კარგი პოზიცია  ჰქონდა, რომ ვერ ‘მოახერხა უპირატესობის დაკარგვა’ და საბოლოო ჯამში შეხვედრა მისი გამარჯვებით დასრულდა.

სლავური დაცვა გათამაშდა ანა კუჭავასა და მირანდა მიქაძის პარტიაში. მეტოქეებმა მე-10 სვლაზე გაცვალეს ლაზიერები და პარტიაც გარკვეულ მომენტამდე მშვიდი დინებით მიმდინარეობდა.მაგრამ, დროის  პირველი კონტროლის ბოლოს მიქაძემ მეტოქის ცაიტნოტში უხეში შეცდომა დაუშვა და კუჭავას მოგების შანსი მისცა, რაც მისმა მეტოქემ კარგად გამოიყენა.

 

II   ტურის შედეგები:

კუჭავა      1 : 0 მიქაძე

გვეტაძე    0 : 1 არაბიძე

ხუხაშვილი 0 : 1ხომერიკი

წერეთელი ½:½  ხურციძე

მელია   - ხოტენაშვილი.

 

III  ტურის შეხვედრები:

ხოტენაშვილი - კუჭავა

ხურციძე - მელია

ხომერიკი - წერეთელი

არაბიძე - ხუხაშვილი

მიქაძე - გვეტაძე.

 

მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ:

1.ხოტენაშვილი - 2 ქულა;

2.არაბიძე- 2ქულა;

3.ხურციძე -1,5 ქულა;

4.მელია-1 ქულა;

5.გვეტაძე - 1 ქულა;

6.ხომერიკი - 1 ქულა;

7.კუჭავა - 1 ქულა;

8.წერეთელი - 0,5 ქულა;

9.მიქაძე - 0 ქულა;

10.ხუხაშვილი - 0 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: 2 ქულა - 2 ტური - 2 ლიდერი...
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-03-2017 11:46 PM
  • Tags:
Top