ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

2 ქულით 2 მონაწილე დაწინაურდა

ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის ტურნირზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ტურნირის დებიუტანტმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული,  თეთრებით თანამემამულე ბელა ხოტენაშვილი დაამარცხა. მეორე ლიდერმა ოლგა გირიამ (რუსეთი) კი ჩინელ

ჟაო ქსიუს მოუგო. ამრიგად, ლიდერებმა პოზიციები შეინარჩუნეს და ტურნირზე კვლავ ორხელისუფლებიანობაა.

ქართველ გულშემატკივრებში ასევე დიდ ინტერესს იწვევდა პარტიები ნანა ძაგნიძისა და ნინო ბაციაშვილის მონაწილეობით. ძაგნიძე ანა მუზიჩუკს ( უკრაინა), ხოლობაციაშვილი მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) დაუზავდა. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მარია მუზიჩუკის (უკრაინა) და ალმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი) შეხვედრაში, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

მესამე ტურში ლიდერები შავებით ითამაშებენ. ჯავახიშვილი ანა მუზიჩუკს, ხოლო გირია ბაციაშვილს დაუპირისპირდება.

მეორე ტურის ტექნიკური შედეგები:

ჯავახიშვილი-ხოტენაშვილი 1-0

გირია-ჟაო ქსიუ 1-0

ძაგნიძე-ა. მუზიჩუკი 0,5-0,5

მ.მუზიჩუკი-სკრიპჩენკო 0-1

კოსტენიუკი-ბაციაშვილი 0,5-0,5

დანიელიანი-გუნინა 0-1

 

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

1-2 ჯავახიშვილი -გირია 2-2 ქულა

3- სკრიპჩენკო 1,5

4-7. ბაციაშვილი, ა.მუზიჩუკი, ძაგნიძე, გუნინა 1-1

8-12. მ. მუზიჩუკი, დანიელიანი, ხოტენაშვილი, ჟაო ქსიუ ,კოსტენიუკი 0,5-0,5

 

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ხოტენაშვილი-კოსტენიუკი

ა.მუზიჩუკი-ჯავახიშვილი

სკრიპჩენკო-ძაგნიძე

გუნინა-მ.მუზიჩუკი

ჟაო ქსიუ -დანიელიანი

ბაციაშვილი-გირია

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: 2 ქულით 2 მონაწილე დაწინაურდა
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-04-2016 11:21 AM
  • Tags:
Top