ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

25 წლის წინ შორეულ მანილაში ქართული ჰიმნი აჟღერდა!

 

მაია ჩიბურდანიძე,ნონა გაფრინდაშვილი,  ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი- ნანა ალექსანდრია -მანილას საჭადრაკო ოლიმპიადის ქართული გუნდის შემადგენლობა, რომელთა ძალისხმევით 1992 წელს მანილაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წარმატება ვიზეიმეთ და პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

1992 წელს ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა იასპარეზეს დამოუკიდებელი საქართველოს სახელით და  სამშობლოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანეს.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა 14-დან 30,5 ქულა დააგროვა 1,5 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ უკრაინის გუნდს, მესამე ადგილზე 28,5 ქულით ჩინელები გავიდნენ.

აღსანიშნავია, ოლიმპიადაზე მაია ჩიბურდანიძის ბრწყინვალე თამაში პირველ დაფაზე. მაიამ, 13 პარტიიდან 10 მოიგო და მხოლოდ 3 ყაიმი გააკეთა და მთელ ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ასე შესანიშნავად იასპარეზა ნანა იოსელიანმა მესამე დაფაზე. მის აქტივში 8 გამარჯვება და 4 ფრეა.

ჩვენს ლეგენდარულ ჩემპიონებთან ერთად, ჭადრაკის საერთაშორისო დღე იზეიმეს და 25-წლის წინანდელი გამარჯვება გაიხესენეს: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა,  ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა,თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ,

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს ფრაქციის „ ქართული ოცნება-კონსერვატორები’თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრმა დავით ჭელიძემ და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის წევრმა გენადი მარგველაშვილმა.

  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ვერის ბაღში გამართულ ღონისძიების ფარგლებში არაერთი აქტივობა შედგა,  მათ შორის გაიმართა „სოკარის“ -საჭადრაკო ვიქტორინა, მოეწყო საჩვენებელი თამაშები და ლერი ხაბელოვმა მიიღეს.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) პარიზში 1924 წელს 20 ივლისს დაარსდა და ის  190-მდე ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს.

  • სათაური: 25 წლის წინ შორეულ მანილაში ქართული ჰიმნი აჟღერდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-07-2017 7:02 PM
  • Tags:
Top